დავით უსუფაშვილი: ორი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ ვურჩიე, მოდი საახალწლო სუფრას მიუჯექი და ბოლომდე ჩაყავი თავი საცივში - ჩემ თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ
10-10-2016, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აღარ დარჩა სახელმწიფოში თანამდებობა, რომლის თაობაზეც არ არის საუბრები, რომ იქ წავალ", - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, სამომავლო გეგმებზე საუბარი ჯერჯერობით არავისთან ჰქონია. მისივე განცხადებით, კონკრეტულ ნაბიჯებზე მას შემდეგ იფიქრებს, რაც პარლამენტში "დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს".

 

 

„აღარ დარჩა სახელმწიფოში თანამდებობა, რომლის თაობაზეც არ არის საუბრები, რომ იქ წავალ. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამ შემიძლია. არანაირი სერიოზული საუბრები ჩემ მომავალთან დაკავშირებით არ მქონია არავისთან. ამის დრო მოვა. ახლა მთლიანად ვარ კონცენტრირებული, რომ პირნათლად და ბოლომდე შევასრულო პარლამენტში დაკისრებული მოვალეობა.

 

 

მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, მე მას საჯაროდ ვურჩიე, ახლა მოდი საახალწლო სუფრას მიუჯექი და ბოლომდე ჩაყავი თავი საცივში. მომავალზე მერე იფიქრე მეთქი. ახლა ჩემ თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ. მერე ვნახოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი