ბაჩო ახალაია: ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, სახეზეა კომისიის წევრების და ამომრჩევლის ფართომასშტაბიანი მოსყიდვა
10-10-2016, 06:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს მიმართავს და აცხადებს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“.

 

 

ამის შესახებ ახალია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

 

მისი თქმით, ყველა სახელმწიფო მოხელეს დავალებული ჰქონდა 41-ის შემოხაზვა და შემდგომ ამის სურათზე დაფიქსირება.

 

 

„მეგობრებო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ადგილი არ ჰქონდა ნების თავისუფალ გამოვლენასაც, ყველა სახელმწიფო მოხელეს დავალებული ჰქონდა ხმის მიცემა, 41-ის შემოხაზვა და შემდგომ ამის სურათზე დაფიქსირება. სახეზეა კომისიის წევრების და ამომრჩევლის ფართომასშტაბიანი მოსყიდვა. კარუსელები, დამატებითი ბიულეტენები, ნამდვილი ბიულეტენების გაბათილება ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. სამეგრელოში, სადაც ამ ხერხებითაც ვერ დაამახინჯეს საარჩევნო სურათი, პირდაპირ ძალადობასა და ყუთების გატაცებაზე გადავიდნენ.

 

 

ამავდროულად, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს თუ როგორ მოიქცა ცესკო. გარდა იმისა, რომ ოქმების „შეთანხმებული“ შევსების მომენტამდე არ აცხადებდა შედეგებს, საბოლოოდ კი ელოდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქციას და ვაჭრობდა მესამე რუსული პარტიის - ინაშვილის 0.1 პროცენტიანი ზღვარით, იმისთვის, რომ სრულებით მარტო არ დარჩენილიყო პარლამენტში.

 

 

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ერთადერთი პროდასავლური ძალა, რომელმაც გადალახა ბარიერი ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის გარეშე პარლამენტი რუსულია.

 

 

ახლა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, მას შემდეგ რაც ჩვენი პარტიის მენეჯმენტმა ვერ შეძლო საერთო სახალხო კენჭისყრის დაცვა, მას შემდეგ რაც ივანიშვილის მოსყიდული კომისიით, ეს რუსი ოლიგარქი სრულიად ყიდულობს ქვეყანას, რა არის ჩვენი ამომრჩევლის ნება - ყველაფრის ამის „გაპრავება“ და უბრალოდ შესვლა პარლამენტში თუ ბრძოლა იმისთვის, რასაც ხმა მისცა ჩვენმა ამომრჩეველმა - გამარჯვებას და რუსი ოლიგარქისგან განთავისუფლებას და არა რომელიმე დეპუტატის სკამს პარლამენტში?!“-წერს ახალაია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი