მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით გავიდე პოლიტიკიდან, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე.
"ოთხი წელი, რომლითაც აირჩიეს ეს პარლამენტი, არის ძალიან დიდი დრო. ეს არის დრო, რომელიც ფუჭად არავინ არ უნდა გავფლანგოთ. ვინაიდან მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმისა, რომ მე აქტიურად მოვახდინო გავლენა და ჩემმა პარტიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვაკეთო ისეთი რამ, რითაც მე შევძლებ გვერდში დავუდგე ჩემს საზოგადოებას. ვაკეთო საინტერესო საქმე, რომლითაც ბევრად უფრო მეტს მოვუტან საქართველოსაც და იმ ამომრჩევლებსაც, ვინც მე მხარი დამიჭირა", - განაცხადა მან.
ალასანია აღნიშნულის შესაბამისად, საკუთარ კანდიდატურას გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან ხსნის.
მანვე გორის მოსახლეობას თითოეული ხმისთვის მადლობა გადაუხადა.
"როგორც ვიყავი ისევ დავრჩები საქართველოს ჯარისკაცად. მე ვიქნები საერთაშორისო პროცესებში თუ ადგილზე ჩართული იმ კუთხით, რომ გვერდში ვედგე სახელმწიფოს.... მაგრამ ის არჩევანი, რომელიც გააკეთა დღეს საქართველოს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა რომ დიდ პატივს ვცემ, მე არ მჯერა ამ არჩევანის", - განაცხადა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.