სააკაშვილი: ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მეორე ტურში თავის კანდიდატებს გაამარჯვებინებს, რა თქმა უნდა, ყველას ინდივიდუალურად გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა
10-10-2016, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მიმართავს და აცხადებს, რომ არჩევნები წარიმართა დარღვევებით.

 

 

აღნიშნულის შესახებ სააკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა.

 

 

მისი თქმით, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსა თუ რა შედეგის მიღება უნდოდა და შემდეგ საარჩევნო კომისიებმა ზუსტად ეს შედეგი დადეს.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ხმა აიღო, როგორც „ნაცმოძრაობამ“, ასევე „ივანიშვილის პარტიამ“ და არასწორია „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების მხრიდან, ქართველი ხალხის ნაწილისთვის შეურაცხყოფის მიყენება.

 

 

„მინდა მოგმართოთ არჩევნების დღეისთვის დაანონსებულ შედეგებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ ყველამ დავინახეთ, ვისაც თვალები აქვს და ყურები აქვს, რომ ეს არჩევნები წარიმართა დიდი რაოდენობის დარღვევებით. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ივანიშვილმა წინასწარ დააანონსა თუ რა შედეგის მიღება უნდოდა და შემდეგ საარჩევნო კომისიები ყველა დონის, ისტერიულად მუშაობდა, რომ დაესვათ ეს, ზუსტად ასეთი შედეგი.

 

 

ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ხმა აიღო, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე ივანიშვილის პარტიამ და არასწორია ჩვენი მომხრეების მხრიდან, ზოგადად, ქართველი ხალხის რაღაც ნაწილის დადანაშაულება, შეურაცხყოფის მიყენება. ბევრმა ადამიანმა გულწრფელად გადაწყვიტა ასე და ჩვენ ერთმანეთის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი. მაგრამ ამავე დროს დღესავით ნათელია, რომ ივანიშვილი არ სცემს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების არჩევანს პატივს და ფეხქვეშ გათელა მათი უფლებები.

 

 

მე ვაკვირდებოდი, თითქმის, ყველა ოლქს, გასაგები მიზეზების გამო, ყურადღებით ვაკვირდებოდი მაგალითად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, წინასწარ ივანიშვილმა დააანონსა, რომ სანდრა ვერ გავიდოდა. ამ საქმეს არ ეყო არც კარუსელები იმდენად დიდი იყო იქ სანდრას უპირატესობა. იმისათვის, რომ მეორე ტურში გადაეყვანათ საქმე, საბოლოო ჯამში, საქმეში ჩართეს ბანდიტები შევარდნაძის დროინდელი, შენგელიას მეთაურობით, რომელთაც უბრალოდ დაარბიეს ის საარჩევნო უბნები, სადაც ყველაზე მეტი შედეგი იყო მიღებული. აი, ასე ტარდებოდა არჩევნები სამეგრელოში, ასე ტარდებოდა არჩევნები კახეთში, ბოლო საათებში გაყალბდა არჩევნები აჭარაში, ასე გაყალბდა ძალიან დიდი მასშტაბით არჩევნები თბილისში და ესეც ნიშანდობლივია ზოგადად, ურბანულ ცენტრებში, სადაც უფრო ადვილია კარუსელების ტრიალი, იმიტომ რომ იმდენად ხალხი ერთმანეთს არ იცნობს, როგორც ძალიან ბევრ სოფელში. თუ ნახავთ კარგად ციფრებს, როდესაც ერთი და იმავე ადგილას, ერთმანეთს გვერდზე უბნებში, განსხვავება შეადგენს რამდენიმე ათეულ და ზოგ შემთხვევაში, 80-90%-საც, ძალიან ბევრი რამე ხდება ნათელი. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს დადოკუმენტირება ყველა ამ უხეში დარღვევის საერთაშორისო თანამეგობრებისთვის და ზოგადად, მომავალში ამ ყველაფრის გასათვალისწინებლად“,-განაცხადა მან.

 

 

ოდესის  ოლქის გუბერნატორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, რადგან მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს დაანონსებული აქვს, რომ თავის კანდიდატებს გაამარჯვებინებს ყველა ოლქში.

 

 

„ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში ეს რამე შეიცვლება, სანამ მთავარი ფაქტორები არის იქ, რა თქმა უნდა უაზრობაა. მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ თავის კანდიდატებს გაამარჯვებინებს ყველა ოლქში და, რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში, ეს ასეც იქნება. ამე ვერ ვხედავ აზრს, ეს, რა თქმა უნდა, ყველა კანდიდატის ინდივიდუალურად გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობაც და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარებული არჩევნების.

 

 

რაც შეეხება შემდგომ მოქმედებებს, ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო. ივანიშვილმა როგორც დააანონსა და მოიპოვა დიდი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შეეცდება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას, საპრეზიდენტო პირდაპირი არჩევნების გაუქმებას. ის აუცილებლად შეეცდება „რუსთავის 2“-ის მთელი მენეჯმენტის გამოცვლას, მთილიანად სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ზოგადად მედიის აბსოლუტურ კონტროლს. ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება გადაჯგუფება. ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი და გავხდებით კიდევ უფრო მეტი მომავალში. ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს“,-აღნიშნა მან.

 

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატებს პარლამენტში შესვლამდე კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა.

 

 

„რაც შეეხება ამ მძიმე დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას, ამ საკითხზე არსებობს სხვადასხვა აზრი. მე ვფიქრობ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეული დეპუტატების და პარლამენტში დაშვებული დეპუტატების, როგორც მინიმუმ ვალდებულებაა, შეხვდნენ საქართველოს ყველა რეგიონში იმ ხალხს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ჩვენს აქტივისტებს, ვის მხრებზეც გადაიარა ამ არჩევნებმა და მანამ სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ თემაზე, მაინც იკითხონ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების და ზოგადად საზოგადოების აზრი. ეს არის დემოკრატიული, ეს იქნება პატიოსანი და ასეთი კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრად სწორი და ეფექტური გაგრძელება მოჰყვება.  ჩვენ ვეკუთვნით არა უბრალოდ ჩვენ თავს, ჩვენ ვეკუთვნით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს პატრიოტების ძალიან დიდი მასას. ამიტომ, ხალხთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და რამდენიც არ უნდა იფართხალოს ივანიშვილმა, დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში დამთავრდება ძალიან სერიოზული შემობრუნებით და საქართველოს წინსვლით.

 

 

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით განსაცდელში, მაგრამ ყველაფერი რაც არ კლავს, აძლიერებს. ამ განსაცდელიდანაც გამოვალთ ბევრად უფრო გაძლიერებულები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, მოსყიდვებისა, ბინძური პროპაგანდის, ტყუილების, სისხლის სამართლებრივი საქმეებისა არ შეეშინდა და ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოში ერთადერთი ჩამოყალიბებული ბოლომდე ორგანიზებული ძალა არის მხარდაჭერის ღირსი. მე არასოდეს პირადად არ დავივიწყებ და მუდმივად ვიქნები თითოეული თქვენგანის ვალში. ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. უნდა გავიაროთ, ეს პრობლემებიც, გადავწყვიტოთ და აუცილებლად მივიღებთ შედეგს”, -განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი