"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტის მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, არ ნიშნავს, რომ პარტია კონსტიტუციაში ცვლილებებს ერთპიროვნულად შეიტანს.
მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ფორმატი მსგავსი საკითხების განსახილველად.
„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს პარტია ერთპიროვნულად შეიტანს. ამისთვის უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი ფორმატი და ყველა საკითხი სწორედ ამ ფორმატში უნდა იყოს განხილული. ყველა საკონსტიტუციო ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე. ეს ეხება როგორც პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე ნებისმიერ სხვა საკითხს. პრეზიდენტის არჩევის საკითხს ვერ განვიხილავთ სხვა ნორმებისგან იზოლირებულად. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ზოგადად მმართველობის ფორმასთან, რომელსაც გარკვეული მოდიფიკაცია ასევე შეიძლება შეეხოს. ჩვენ წინასწარი გადაწყვეტილება მიღებული არც ერთ საკითხზე არა გვაქვს. ყველაფერი უნდა იყოს მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.