„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა მისი თქმით, ეს ყველაფერი დაზუსტების საგანია.
„ზოგადი სახით განვაცხადე, რომ არიან ადამიანები ამ პარტიაში, რომლებიც იმსახურებენ გარკვეულ სიმპათიების და თანამშრომლობას. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, თუმცა ვისთან, როგორ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის შემდგომი დაზუსტების საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ამ პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში, რის გამოც გაუჭირდა ბარიერის გადალახვა.
მან ქვეყნის დასავლური კურსის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამის გარანტი საქართველოში არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„ეს კურსი არის ურყევი, ეს კურსი გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს საგარეო კურსი აუცილებლად გაგრძელდება, შესაბამისი შედეგებით დასრულდება ჩვენი სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.