ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, თუ „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია არჩევნების მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც შეტანილი იქნება.
მისივე განმარტებით, კანდიდატურის ჩანაცვლება მესამე ან მეოთხე ადგილზე მყოფი კანდიდატით არ ხდება და მეორე ტურში მონაწილეობას ღებულობს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.
„არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იღებენ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები. მოგეხსენებათ, 50%-იანი ბარიერია და მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ის 2 კანდიდატი, რომლებსაც საუკეთესო შედეგი აქვთ. თუ რომელიმე კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი მონაცემები კანონმდებლის თანახმად ბიულეტენში მაინც იქნება მოცემული”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის. ალასანია საკუთარ კანდიდატურას ხსნის გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნების პირველადი შედეგები 19.38%-ით მეორე ადგილზე იყო. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში 51 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 38 ოლქის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, 14-ში მეორე ტური არ გაიმართება, 24-ში კი გაიმართება. მათ შორის გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში 41 უბნიდან 41 უბნის მონაცემებია დათვლილი, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს იოსებ მაკრახიძეს - 33,69% აქვს, ირაკლი ალასანიას კი - 19,38%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.