ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ამ დროის პირველადი მონაცემებით, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულ ოპოზიციას“ 5% აქვს მიღებული.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს მონაცემების დამუშავების პროცესი და ყველა საარჩევნო სუბიექტს შეიძლება მონაცემები შეეცვალოს.
„მას რამდენიმე ხნის წინ, მონაცემებით, ჰქონდა 4,998%, ამ წუთას მას, პირველადი მონაცემებით, 5% აქვს. თუმცა, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, მიმდინარეობს ამ მონაცემების დამუშავების, შემოწმებისა და გადამოწმების პროცესი და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამ საარჩევნო სუბიექტს, არამედ, სხვა საარჩევნო სუბიექტებსაც შეიძლება შეეცვალოთ მონაცემები“,-განაცხადა მიქელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანს აქვს თავისი შესწორების ოქმები, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა და რომლის მიხედვითაც იცვლება მონაცემები.
„ზოგიერთ საარჩევნო უბანს აქვს თავისი შესწორების ოქმებიც. პირველ ეტაპზე იტვირთება შემაჯამებელი ოქმები საუბნო საარჩევნო კომისიიდან და მას მოჰყვება ასევე შესწორების ოქმები თავისი ახსნა-განმარტებით და იტვირთება ის შესწორების ოქმში არსებული მონაცემებიც. სწორედ ამიტომ იცვლება მონაცემები, რომ მონაცემები მოწმდება და იქ, სადაც არის ასევე შესწორების ოქმი, რომელსაც აქვს ისეთივე სამართლებრივი, იურიდიული ძალა, როგორიც გააჩნია თითოეული შემაჯამებელი ოქმის ძირითად ნაწილს, ეს მონაცემები არის შესული“,-განაცხადა მიქელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.