„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, გააგრძელებს ბრძოლას და მისი თქმით, ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.
ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი საქართველოს მომავლისთვის.
„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას და პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას. შექმნილი სიტუაცია ქმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას. რეალობას, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, არამედ რეალობას, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყალიბდება ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად ამ ქვეყანაში. ამიტომ ამ პოლიტიკურ რეალობაში, პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი და წარმატება განსაზღვრავს არა მხოლოდ ამ პარტიის და მისი მხარდამჭერების ბედს, არამედ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დამყარდეს ერთპარტიული რეჟიმი და იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრი და პოლიტიკური ოპოზიცია. სწორედ ამიტომ, მე და ჩვენი გუნდი, სრულიად ცალსახად ვაცხადებთ, ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად“,-განაცხადა ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია არ აპირებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლებას გააძლიერებს.
მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლაში გამოიყენებს ყველა კანონიერ პოლიტიკურ მეთოდს: საპროტესტო აქციებს, პოლიტიკურ ინსტიტუტებში ბრძოლას და უცხოეთში პარტნიორებთან მუშაობას.
„რაც შეეხება კონკრეტულად რა იქნება ჩვენი ბრძოლის ფორმები, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ეტაპზე, ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება, შეიძლება, იყოს მავნე საერთო პერსპექტივისთვის და ამ ბრძოლის მომავლისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე, იმ ეტაპზე, როდესაც ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ნებისმიერი დაანონსებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილება, შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ორთქლის გამოშვებას, მხოლოდ გულის მოფხანას და ამ ყველაფრით სინამდვილეში გააძლიეროს დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ ჩენ არ ვაპირებთ გულის მოფხანას, არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლებას გააძლიერებს. ჩვენ გეგმას უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ, გადაწყვეტილებას ამის თაობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭო მიიღებს, მაგრამ დღეს მინდა ცალსახად განვაცხადო ჩვენ ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ ყველა კანონიერ პოლიტიკურ მეთოდს. ჩვენი შეფასებით, კანონიერი პოლიტიკური მეთოდები მოიცავს, როგორც საპროტესტო აქციებს, ასევე პოლიტიკურ ინსტიტუტებში ბრძოლას და უცხოეთში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას. ყველას მოგეხსენებათ რამდენად მრავლაფეროვანი მეთოდები აქვს პოლიტიკურ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ამომრჩეველთან, იმ ნახევარ მილიონ ადამიანთან ერთად, ვინც მხარი დაუჭირა „ნაციონალურ მოძრაობას“, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული“,-განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.