პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე: მე ორ დღეში გავაკეთებ ბრიფინგს და მანამდე მე უნდა მოვილაპარაკო ჩემს გუნდთან
10-10-2016, 09:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს იყო ყველაზე უღირსი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები რაც მე წარმომედგინა, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

ბურჭულაძის თქმით, ის ორ დღეში არჩევნებსა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგს ჩაატარებს.

 

 

"მთელი მზადების პროცესი იყო ძალიან უღირსი. თქვენ წარმოიდგინეთ რა ტიპის პარლამენტი მივიღეთ ჩვენ. რა პოლიტიკოსები იჯდებიან პარლამენტში ერთ წუთს წარმოიდგინეთ. და როგორი რანგის პოლიტიკოსები არ იქნებიან პარლამენტში. მე ჩემი თავი არა მაქვს მხედველობაში. მე ორ დღეში გავაკეთებ ბრიფინგს და მანამდე მე უნდა მოვილაპარაკო ჩემს გუნდთან. გთხოვთ, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა ბლოკის ლიდერმა.

 

 

კითხვაზე, რჩება თუ არა პოლიტიკაში, ბურჭულაძე პასუხობს:

 

 

"ყველაფერი ისეა, როგორც იყო. მე არაფერ განცხადებას არ ვაკეთებ. ორ დღეში გავაკეთებ ბრიფინგს.... მე ვარ პოლიტიკაში, როგორც ვიყავი და ჩემი პარტია არის ერთ-ერთი პარტია, რომელსაც აქვს უნარი რომ ქვეყანა დააყენოს ფეხზე. პარტია იარსებებს, მეც ვარ აქ".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი