პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ ქვეყნის საგარეო კურსზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვის - „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფნა პარლამენტში მოახდენს თუ არა გავლენას ქვეყნის საგარეო კურსზე?“ - საპასუხოდ განაცხადა.
როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველმა ნომერმა აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსმა“ თუ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, უნდა იყოს პარლამენტში, მიუხედავად მისი მათდამი დამოკიდებულებისა.
„პატრიოტთა ალიანსი“ თავისი რაოდენობრივი თუ თვისებრივი გავლენით, არ არის შემძლე გავლენა მოახდინოს ქვეყნის საგარეო კურსზე, მაგრამ თითოეულ პარტიას აქვს შესაძლებლობა გარკვეულწილად პროცესებზე მცირედი გავლენა მოახდინოს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ იქნება სრული გავლენა. ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ერგოს ის, რაც მას ქართველმა ხალხმა განუსაზღვრა. თუ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა „პატრიოტთა ალიანსმა“, იგი უნდა იყოს პარლამენტში, მიუხედავად ჩემი მათდამი დამოკიდებულებისა. თუ არ მიიღო საკმარისი ხმები, მაშინ არ უნდა იყოს პარლამენტში, ისევ მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა",-თქვა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.