ქვეყანა არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ასპარეზი, - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
უსუფაშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე საკმაოდ სახიფათო ვითარებაა, რადგან მისი თქმით, "პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში თავისი ჯამური პოტენციალით არის უფრო ნეგატივზე მოწყობილი და მომართული, ვიდრე პოზიტივზე".
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის აზრით, გამოსავალი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების "დიალოგის რეჟიმზე გადასვლაა".
უსუფაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მან ორივე პარტიის ლიდერს, გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ბაქრაძეს უკვე მიმართა.
"მე მგონია, რომ მივიღეთ საკმაოდ სახიფათო ვითარება. პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში თავისი ჯამური პოტენციალით არის უფრო ნეგატივზე მოწყობილი და მომართული, ვიდრე პოზიტივზე. ამიტომ ხიფათები არის. "ნაციონალური მოძრაობა" რაღაცას შეეცადა, მაგრამ ვერ გათავისუფლდნენ მიხეილ სააკაშვილის ტოტალური გავლენისგან. და ეს კიდევ უფრო, ხვალ და ზეგ, მძიმე ტვირთად დააწვება პარტიასაც და ქართულ პოლიტიკურ სისტემასაც.
"ქართული ოცნება" იმ კონფიგურაციით, რომლითაც პარლამენტში შევიდა, როდესაც მან ტოტალური პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის მომავლზე, ხოლო თავად "ქართული ოცნების" ყველა ნაბიჯზე ტოტალური პასუხისმგებლობა აიღო ბიძინა ივანიშვილმა. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისგან გათავისუფლებას ვერ მოახერხებს, ამიტომ ამ ფაქტორთა ერთობლიობა ქმნის ფეთქებადსაშიშ ვითარებას.
ასეთ შემთხვევაში, მე დღეს უკვე მივმართე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ დეკლარირებულ ლიდერებს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, ბატონ დავით ბაქრაძეს, ახლა ამ ორ ადამიანზე, ორ ლიდერზე ძალიან ბევრია დაომკიდებული, როგორც საკუთარი გუნდის შედარებით სწორ გზაზე დაყენების მცდელობაში, ისე ერთმანეთთან საქვეყნოდ და სახელმწიფოს რომ სჭირდება იმ დონის დიალოგის რეჟიმის ჩამოყალიბებაში.
ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. იმიტომ რომ ქვეყანა არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ასპარეზი. პირიქით, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ვემსახურებით ქვეყნის წინ წაყვანას. ამიტომ ორივე მხარეში, დეკლარირებული ლიდერები არიან, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობით სავსე და მათ შეუძლიათ ამ ნაბიჯის გადადგა. მე ეს მინდა მჯეროდეს, რომ მათ ექნებათ სათანადო ბერკეტები და გავლენა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.