მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი წევრი დავით ჯანდიერი ტაიმ-აუტს იღებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პარტიის დაშლაზე არ არის საუბარი, თუმცა საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რა ფორმით შეიძლება გააგრძელონ ცალკეულმა ლიდერებმა საქმიანობა.
„გარკვეულ ტაიმ-აუტს ვიღებ. მეც მჭირდება გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბება. პარტიის დაშლაზე არ არის საუბარი, თუმცა საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება გააგრძელონ ცალკეულმა ლიდერებმა საქმიანობა. მე მჭირდება გარკვეული პერიოდი“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.