ზაზა ხუციშვილი: ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ფინანსისტი მეორე ტურს აღარ დააფინანსებს, რადგან ეს იქნება წყალში გადაყრილი ფული
10-10-2016, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ხუციშვილმა, რომელმაც, ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, 50,41% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაკის მე-3 ოლქში მეორე ტური არ გაიმართება.

 

 

როგორც ზაზა ხუციშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია პირველივე ტურში გამარჯვება.

 

 

„ჩემი შტაბის წევრები ცოტა გაოცებულები მიყურებდნენ, რომ განსაკუთრებული სიხარული არ გამომიხატავს ამ გამარჯვების შემდეგ, განსაკუთრებით ბედნიერი ვიქნები და ძალიან დიდი სიხარულს გამოვხატავ მას შემდეგ, როცა 4 წლის თავზე ჩვენ ყველა იმ პირობას, რომელიც ამომრჩეველს მივეცით მაღალი პროცენტით შევასრულებთ”, - თქვა ზაზა ხუციშვილმა.

 

 

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, 50%-იანი ბარიერი ძალიან სერიოზული გამოწვევაა და სერიოზული მხარდაჭერაა იმისთვის საჭირო, რომ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს.

 

 

„50%-იანი ბარიერი არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ჩვენთან დაახლოებით 44 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან ნაწილმა მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერაა საჭირო, იმისთვის, რომ მოიგო პირველივე ტურში. რა თქმა უნდა, ამ ბარიერის გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო მეორე ტურები ბევრ ოლქში. ამას აქვს ახსნა, ნებისმიერი კვლევა, რომელზეც ჩვენ ვაკეთებდით განცხადებას, იყო რეალურ გათვლებზე დაყრდნობილი და ალბათ საზოგადოებამ ნახა, რომ იმას, რასაც ვაცხადებდით არჩევნების წინ პრაქტიკულად შესრულდა. ეს არის როგორც პარტიული, ასევე მაჟორიტარული რეიტინგები, რომლებიც ტრიალებს 48-49-50 პროცენტის ფარგლებში. ჩვენ ტყუილი არ გვითქვამს და ჩვენთვის არ იყო მანიპულირების მეთოდი არარეალური პროცენტების დასახელება”, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

 

 

ხუციშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ მეორე ტურებში 100%-იან გამარჯვებას ელოდება.

 

 

„ჩვენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხმები წაართვეს „თავისუფალმა დემოკრატებმა”, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ სხვა კანდიდატებმა, რომლებიც არავითარ შემთხვევაში ”“ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ წავა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა შედეგიც დადო, ეს არის მისი მაქსიმუმი. სამთვიანი დაუღალავი შრომის შედეგი, რომელიც მათ გაწიეს. ჩემს რაიონში ბინა არ დაუტოვებიათ, რომ არ დაეკაკუნებინათ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადოს მეორე ტურში, რადგან პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვთ, მათი ფინანსური რესურსიც ამოწურვადია. მე ვფიქრობ, რომ მათი მთავარი ფინანსისტი ვინც არის დიდი ენთუზიაზმით მეორე ტურს აღარ დააფინანსებს, რადგან პრაქტიკულად ეს იქნება წყალში გადაყრილი ფული“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

 

 

ზაზა ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებზე აქტიურობა, 78-80 პროცენტის ფარგლებში რომ ყოფილიყო, „ნაციონალური მოძრაობა“  ამდენ პროცენტს ვერ აიღებდა.

 

 

„ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ”ნაციონალების” რეიტინგი დაახლოებით 15%-ის ფარგლებში ტრიალებს და ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ რაც უფრო მაღალი იქნებოდა ამომრჩევლის აქტიურობა, მათი პროცენტი დაბლა დაიწევდა და პირიქით, თუკი შედარებით ნაკლები ხალხი მივიდოდა, ეს პროცენტი შედარებით გაიზრდებოდა. შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება იყოს აქტიურობაზე, მაგრამ განსაკუთრებით მაღალს ვერ დავარქმევთ. არჩევნებზე აქტიურობა რომ ყოფილიყო 78-80 პროცენტის ფარგლებში, ამდენ პროცენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აიღებდა”, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

 

 

მისი შეფასებით, საქართველომ სამაგალითო არჩევნები ჩაატარა.

 

 

„ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი თანხმდება იმაზე, რომ საქართველომ სამაგალითო არჩევნები ჩაატარა. თუ არ ჩავთვლით გარკვეულ შემთხვევებს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, ჩრდილი მიაყენა ამ პროცესს, მაგრამ შედეგებზე ვერ იმოქმედა, სხვა მხრივ მართლაც სამაგალითო იყო. მედია გარემო იყო თავისუფალი და ღია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ქალაქი აჭრელებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პლაკატებითა და ბილბორდებით. ყველა პარტიას ჰქონდა ყველანაირი საშუალება იმისა, რომ თავისი პროგრამის შესახებ ესაუბრათ და მიეტანათ ამომრჩევლამდე”, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი