თინა ხიდაშელი: ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული, გარეთ დარჩა ყველა დანარჩენი
10-10-2016, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული და გარეთ დარჩა ყველა დანარჩენი.

 

 

ამის შესახებ ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარს გვერდზე წერს.

 

 

მისი თქმით, არჩევნების ბედი იმ სამარშრუტო ტაქსებში გადაწყდა, მთელი დღე ამომრჩეველს რომ დააქროლებდა.

 

 

„ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო! სულ სულ სულ ყველაზე დიდი მადლობა, იმათ ვინც მგულშემატკივრობდა, მეხმარებოდა, 24/7 ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და ამ სრულიად ფანტასტიკური კამპანიის ენერგიას მაძლევდა. ჩვენ მართლა ძალიან მაგარი თვეები გავატარეთ ერთად! დიდი მადლობა ჟურნალისტებს, ვინც ამ პროცესში ყველაფერს აკეთებდით, რომ შესაძლებლობა მიგეცათ იმათთვისაც, ვისაც თავად არ გულშემატკივრობდით. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთები უფრო მეტი იყავით ვიდრე პირიქით! განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელიც უბნებზე მივიდა და ხმა მოგვცა. დიახ, აღმოჩნდა რომ ჩვენ იმაზე უფრო ცოტა ვართ, ვიდრე გვეგონა და განსაკუთრებით მიყვარხართ! როგორ მინდა 2-3 კაცი მაინც ვიცოდე ბიზნესიდან, ვისაც მადლობას ვეტყოდი, მაგრამ ასეთები უბრალოდ არ გამოჩნდნენ, გამბედაობა არ ეყოთ მთავარ მტრად დანიშნული პოლიტიკური ძალისთვის, თუნდაც, მცირედი დახმარება აღმოეჩინათ! ალბათ ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია ამ არჩევნების!

 

 

ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული. გარეთ დარჩა ყველა დანარჩენი. არაფერია გასაოცარია, სრულიად ლოგიკურია ღარიბი ქვეყნისთვის, სადაც პარტიებისადმი ნდობა დაბალია და არჩევნებს ადამიანების ნაწილი უყურებს, როგორც შესაძლებლობას ერთჯერადად მაინც მოიპოვოს პურის ფული. არჩევნების ბედი იმ სამარშრუტო ტაქსებში გადაწყდა, მთელი დღე ამომრჩეველს რომ დააქროლებდა. პროცესის დასასრულამდე აღარ შეგაწუხებთ. ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ახლა ახალი რესპონდენტები გყავთ, ხალხის ახალი რჩეულები და მათ მიეცით შანსი და ასპარეზი! სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე ქვეყნის სამსახურში ვარ. სულ ასე იყო და ასე იქნება.  მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო, ბობოქარი 24 წლისთვის ქვეყნის სადარაჯოზე.  ვემსახურები საქართველოს“,-წერს ხიდაშელი.

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში ზესტაფონის ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში 46 უბნიდან 46 უბნის მონაცემებია დათვლილი, სადაც „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ კანდიდატს, თინა ხიდაშელს 2,46% აქვს მიღებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი