შოთა უტიაშვილი: გამოჩნდა მიშა და თქვა, რომ ჩამოვდივარ - ეჭვებში მყოფმა ხალხმა დაიჯერა, რომ "ოცნება" რასაც ამბობდა "ნაციონალების" ნამდვილ მიზნებზე, მართალი ყოფილა
10-10-2016, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი ხელისუფლების დროს შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხების მიზეზებზე საუბრობს.

 

 

უტიაშვილის აზრით, ხალხმა მეტწილად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეების, მათი დაპირებების დაიჯერა. თუმცა, მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საზოგადოებისადმი გზავნილი იყო ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში გადატრიალებას, მიხეილ სააკაშვილი კი ჩამოსვლას გეგმავდა.

 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ, ხალხი "ქართული ოცნების" "სიმართლეში" დაარწმუნა.

 

 

„ჩემი აზრით, რატომ წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ":

 

 

კამპანია დაიწყო კარგად, სწორი მესიჯებით ახალ სამუშაო ადგილებზე, პენსიების ზრდაზე, კანონების ლიბერალიზაციაზე და ა.შ. კარდაკარმაც გაამართლა. ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ რეიტინგი იზრდებოდა. ხალხმაც მეტწილად დაიჯერა ახალი სახეების.

 


ოცნების მთელი კამპანია იყო ის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, სინამდვილეში ეს პარტია მეცოცხეების პარტიაა და მიშას უნდა, ჩამოვიდეს და ცხრა წელი დააბრუნოს. ამისთვის გადაიღო ჰეროკრატია, დაიწყო სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება, გაუთავებელი საუბრები სახელმწიფო გადატრიალებაზე, დაკითხვები და ა.შ.საარჩევნო დაპირებები ოცნებას, ფაქტობრივად, არც ჰქონია.

 


მოსახლეობა ცოტა დაიბნა, მაგრამ ოცნების მიერ დახატული კოშმარის არ დაიჯერა. სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრებს იუმორით იღებდნენ, ჰეროკრატიის რეიტინგი განულდა. თუმცა ეჭვები, სინამდვილეში ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“, მეცოცხეები თუ ახალი სახეები, ბოლომდე არ გამქრალა.

 

 

გამოჩნდა მიშა და თქვა, რომ ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ჩატარდა უზარმაზარი მიტინგი. მთელი კამპანია გადაიქცა ერთ კითხვად: ჩამოვა თუ არ ჩამოვა. აქ გაიმარჯვა "ოცნებამ". ისედაც ეჭვებში მყოფმა ხალხმა დაიჯერა, რომ "ოცნება" რასაც ამბობდა "ნაციონალების" ნამდვილ მიზნებზე, მართალი ყოფილა. მესიჯის ხაზგასასმელად, გივის მანქანაც კი ააფეთქეს.

 

 

რა თქმა უნდა, იყო ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვაც, დანიშნებაც, ტერაქტიც და სხვა ყველაფერი. მაგრამ, თავიდანვე ვის ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეც იქნებოდა?“, - წერს შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი