ცესკო: ზესტაფონის #52 მაჟორიტარულ ოლქში თინათინ ხიდაშელმა ამომრჩეველთა ხმების 2.46% მიიღო
10-10-2016, 11:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზესტაფონის #52 მაჟორიტარულ ოლქში ხმების დათვლის პროცესი, 46–ივე საარჩევნო უბანზე, დასრულებულია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემების თანახმად, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარმა კანდიდატმა, შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთა ხმების 43.94% მიღო.

 


მეორე ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ბეჟან ბუცხრიკიძე იმყოფება. მას ამომრჩეველთა 27.92%–მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ილია კოკაია გავიდა. მას 19.98% აქვს მიღებული.

 


"უსუფაშვილი - რესპუბლიკელების" მაჟორიტარმა კანდიდატი, თინათინ ხიდაშელი კი ერთ–ერთ ბოლო ადგილზეა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზესტაფონში ამომრჩეველთა 2.46%–ის მხარდაჭერა მოიპოვა.

 

 

ზესტაფონის საარჩევნო ოლქში მე–2 ტური "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარ კანდიდატ შალვა კიკნაველიძესა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ბეჟან ბუცხრიკიძეს შორის უნდა გაიმართოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი