გივი თარგამაძე: მეორე ტურში ბრძოლაზე უარის თქმა, თვითიზოლაციის ორგანიზებაა
10-10-2016, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, იმ სიტუაციაში, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქცა ქვეყანაში ერთადერთ პროდასავლურ ძალად, თვითიზოლაცია ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო ქმედებაა.

 

 

ამის შესახებ თარგამაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მან ყველაფერი გააკეთა პარტიის ერთიანობისთვის.

 

 

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია პოლიტიკური ბრძოლით ააცილოს ქვეყანას ყველაზე შავბნელ წარსულში დაბრუნება.

 

 

„მეგობრებო, მოვიცალე ყველაზე საჭირბოროტო საკითხზე ჩემი პოზიციის გადმოსაცემად. დღევანდელ სიტუაციაში თვითიზოლაციის ორგანიზება თვითლიკვიდაციის ტოლფასია. პარლამენტში შესვლაზე, მეორე ტურებში ბრძოლაზე უარის თქმა კი სწორად თვითიზოლაციის ორგანიზებაა. იმ სიტუაციაში კი, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქცა ქვეყანაში ერთადერთ პროდასავლურ ძალად, თვითიზოლაცია ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო ქმედებად მიმაჩნია.

 

 

ეს ორი საყრდენი კი ჩემი ცხოვრების ფუნდამენტია. მე ყველაფერი გავაკეთე პარტიის ერთიანობისთვის. შეგნებულად გავედი საარჩევნო სიიდან. და ვფიქრობ, დავამტკიცე, რომ გაწეულ მდგომარეობაში, ჩემზე, ჩემს ოჯახზე უკიდურესი ზეწოლის, მკვლელობის მცდელობის პირობებშიც არ შემისუსტებია ბრძოლა, არ დამიკლია ძალისხმევა გამარჯვებისთვის. მაგრამ დღეს, როდესაც შეგვიძლია მოვიპოვოთ დასავლელი პარტნიორების, აწდაშლილი პროდასავლური პარტიების მხარდამჭერების მაქსიმალური მხარდაჭერა, ვიქცეთ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის მთავარი გარანტად, პოლიტიკური ბრძოლით ავაცილოთ ქვეყანას ყველაზე შავბნელ წარსულში დაბრუნება, მივიყვანოთ სიტუაცია დანაშაულებრივი ხელისუფლების ბუნებრივ ჩამოშლამდე, ემოციების, ან პერსონალური სურვილების გამო ამ ყველაფერზე უარის თქმას კატეგორიულად შევებრძოლები. ნურავინ მეტყვის, რომ ჩემზე კარგად ესმის სიტუაცია ქვეყანაში.

 

 

 30 წელიწადია ამ ბრძოლაში ვარ. ჩემი ოჯახი შექმნის დღიდან უკიდურესი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ შეგნებულად მიდგას გვერდში. მიშას პოლიტიკიდან შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ და არაფერზე უკან არ დამიხევია. მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ჩემი გული და ჩემი მებრძოლი სული. ამიტომ, მხოლოდ იმ მიმართულებას დავუჭერ მხარს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ესაა სწორი. ამაზეც ნუ დამძრახავთ. ჩემთვის მთავარია სამშობლო და ქართული სახელმწიფო. ამისთვის, თუ საჭიროა, ჩემს გადარჩენილ სიცოცხლეს უყოყმანოდ გავწირავ“,-წერს თარგამაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი