თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ავტომაგისტრალის დიდ მონაკვეთზე, ცოტა ხნის წინათ სატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდული იყო.
როგორც Guardian.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აღმაშენებლის ხეივანში, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით მიმავალი ავტომაგისტრალის დიდ მონაკვეთზე სატრანსპორტო საცობი იყო წარმოშობილი, რისი მიზეზიც რესტორან "გაგრის" ახლომდებარედ მომხდარი ავტოავარია იყო.
ამ ეტაპზე არ ვრცელდება ავტოავარიის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, თუმცა, როგორც შემთხვევის ადგილიდან Guardian.ge-ს კორესპონდენტი იტყობინება, რამდენიმე ავტომანქანა და გარე განათების ბოძი სერიოზულად არის დაზიანებული, მიმდებარე ტერიტორია კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აქვთ გადაკეტილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.