ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
31-01-2014, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. მისასალმებელი სიტყვა კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა წარმოთქვა და მონაწილეებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ვოლფგანგ იშინგერის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებს მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა იოხიმ გაუკიმ.


50-ე საიუბილეო კონფერენციას ესწრება მსოფლიოს 20-მდე სახელმწიფოს მეთაური. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.


მიუნხენში ასევე იმყოფება 50-მდე ქვეყნის საგარე საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.


კონფერენციის მთავარი საკითხებია ევროპის თავდაცვის მომავალი, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი, გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური სტაბილურობა , ტრანსატლანტიკური რენესანსი, ენერგო და ეკოლოგიური უსაფრთხოება, ფოკუსი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი