საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტს, რესენ პლევნელიევს ბულგარეთის რესპუბლიკის ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების დღე მიულოცა.
"ჩემთვის დიდი პატივია, გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ბულგარეთის რესპუბლიკის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვის ურყევი მხარდაჭერისათვის. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის. მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო ბულგარელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა," ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.