ცესკო-მ 6 საარჩევნო უბანზე შედეგები გააბათილა
11-10-2016, 02:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 6 საარჩევნო უბანზე შედეგები გააბათილა.

 

 

საარჩევნო უბნის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილადაა ცნობილი დმანისის მე-8 და მე-14, დიდუბის 14 და 26-ე და მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნებში, ხოლო მარნეულის 34-ე საარჩევნო უბანში პროპორციული შედეგების ოქმი გაბათილდა.

 

 

როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ცესკო-ში მონაცემების გადამოწმებისა და განახლების პროცესი მიმდინარეობს.

 

 

„მონაცემები, რომლებიც განთავსებულია საარჩევნო კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე, მუდმივად იცვლება, რადგან ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები. საჩივრები შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში. საჩივრები დაწერილია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. ამ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. საღამოს მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებმა განიხილეს და 5 საარჩევნო უბნის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილადაა ცნობილი. საუბარია როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე. ამას ემატება მეექვსე ოქმი, რომელიც მარნეულის 34-ე საარჩევნო უბნისაა. ეს არის პროპორციული შედეგების ოქმი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი“, - განაცხადა  მიქელაძემ და დასძინა, რომ  საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შესაბამისი განკარგულებებით მოხდება მონაცემების განახლება ცესკო-ს შედეგების ვებგვერდზე.

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 702-ივე საარჩევნო უბნის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, პროპორციული სისტემით ჩატარებულ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს, მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოჰყვება, მესამე ადგილზეა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”. ცესკო-ს მიერ ხმების 100%-იანი დათვლის წინასწარი შედეგების მიხედვით, სამივე პოლიტიკურმა ძალამ საარჩევნო ბარიერი გადალახა, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები 5%–იანი ბარიერის მიღმა აღმოჩნდნენ.

 

 

ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 48.67%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.11%;

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“- 5.01%;

„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 4.62%;

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 3.53%;

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” - 3.48%;

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 3.45%;

„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ - 1.55%.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი