არეულობის და დაპირისპირების სცენარი კვლავ აქტუალურია - სააკაშვილი მხოლოდ ამ მიმართულებით მოძრაობს, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკის თქმით, არეულობასა და ჯანსაღ ოპონირებას შორის, ერთხელ და სამუდამოდ, არჩევანი უნდა გაკეთდეს.
"ყველა მთავრობამ თავისთავად პატივი უნდა სცეს ყველა ამომრჩეველს პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. არეულობის და დაპირისპირების სცენარი კვლავ აქტუალურია - სააკაშვილი მხოლოდ ამ მიმართულებით მოძრაობს. არასდროს თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეუცვლია. მე ვფიქრობ, გონიერებმა უნდა გადაწყვიტონ ერთხელ და სამუდამოდ - უნდათ ქვეყანაში არეულობა თუ უნდათ ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში ცხოვრება", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.