ვარკეთილში 35 წლის მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს
11-10-2016, 02:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვარკეთილში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 35 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო მისი ძმა მძიმედ დაჭრეს.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

 

თვითმხილველების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის წინ მსხდომ მამაკაცებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. 35 წლის მამაკაცი სამი ცეცხლნასროლი ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

ადგილობრივების თქმით, მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან.

 

 

ვარკეთილში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. შემთხვევის სავარაუდო მოტივი ადრე მომხდარი დაპირისპირებაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი