ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე - ე.წ. ,,თორღვას აბანოების“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი ხრამში გადავარდა.
ავტოავარიას 5 და 10 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებული მშობლები და კიდევ ორი ბავშვი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ცნობილია, რომ ავტომობილით, რომელმაც ავარია განიცადა, ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ძლიერი ნისლი და უამინდობა გახდა.
მოხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.