ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ამერიკის საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტული და კარგად ორგანიზებული არჩევნების ჩატარებას. საელჩო არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებსაც ეხმაურება და სამართალდამცავ ორგანოებს მათი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისის შეფასებით ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა 8 ოქტომბერს. აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მინდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებში.
მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და დაბალანსირებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით. ეს არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც მოიცავს განმეორებით კენჭისყრას. მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ ამ არჩევნებს და გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა და განმეორებით კენჭისყრას", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.