2018-2020 წლებში დაგეგმილია, დაახლოებით, 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქვეშეთი-კობის 20-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთისა და 5-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა
11-10-2016, 03:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თბილისი-ლარსის მიმართულებით დაგეგმილია ქვეშეთი-კობის 20-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთისა და 5-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.

 

 

"გვირაბი, სავარუდოდ, დაიწყება სოფელ მლეთასთან და დასრულდება სოფელ კობთან. აღნიშნულმა გვირაბმა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ უნდა გაიაროს (დამატებითი, დაზუსტებული ინფორმაცია დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი).

 

 

ამ დროისათვის, აღნიშნულ გზაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის დეტალური პროექტირების მოსამზადებლად.

 

 

პროექტის სავარაუდო ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარია. წინასწარი ტენქიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დაწყება 2017 წლის იანვარშია დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2018 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

 

 

საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი (WB) აფინანსებს. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების წყაროს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან.

 

 

პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისი-ლარსის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი