ქობულეთში რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოები გრძელდება
11-10-2016, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთში რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოები გრძელდება. პროექტის მიმდინარეობას დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

 


როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ამ ეტაპისთვის ქუჩის ცენტრალურ სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 


პროექტის ფარგლებში ქუჩის სავალი ნაწილი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. სამუშაოების დასრულება დეკემბრის თვეში იგეგმება.

 


პროექტის განსახორციელებლად 604 743 ლარია გათვალისწინებული.

 


"რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. წელს, ქუჩის კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემები მოეწყო და ასფალტის საფარი დაიგო.

 

 

პროექტის განხორციელებისთვის 1 009 881ლარი დაიხარჯა. ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ასევე მოხდა გზის ორმული შეკეთება, რომლისთვისაც 39 600 ლარი დაიხარჯა. რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშოები სამომავლოდაც გაგრძელდება", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი