მაშველებმა და პოლიციელებმა თელავის მუნიციპალიტეტში, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ადამიანი გადაარჩინეს
11-10-2016, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ღრმა ხევში გადავარდნილი ავტომანქანის 4 მგზავრი გადაარჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

 


"შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-8 კილომეტრზე, ავტომობილი, რომელშიც ისრაელის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ.

 


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. თორღვას ხეობაში სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველებმა და პოლიციელებმა 80 მეტრის სიღრმიდან 4 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულები სტაციონარში გადაიყვანეს. ხევში ნაპოვნია 2 არასრულწლოვანის ცხედარიც, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპნენ. სამაშველო ოპერაციის დროს ერთი მაშველი დაშავდა.

 


გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლით)", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი