„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სამსახური მხოლოდ პარლამენტის წითელი სკამიდან არ ხდება.
ამის შესახებ ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და პოსტ საარჩევნო პერიოდს აფასებს:
1. კარგია, რომ პატრიოტები პარლამენტში არიან. ადექვატურია და რეალობაა;
2. ცუდია რომ დასავლური პარტიული ფრონტი მოშიშვლდა, მაგრამ ესეც ადექვატურია და რეალობაა;
3. „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს. თუ მაინცდამაინც ბოიკოტი უნდათ, მეორე ტურებს გამოუცხადონ ბოიკოტი, მაინც შანსი არა აქვთ;
4. ის ვერ გავიგე, იმათ რა უხარიათ, წელს ხელისუფლებაში მყოფებმა, 2012 წელს ციხის კადრებგამოქვეყენებულებზე ნაკლები ხმა რომ მიიღეს?!
5. ვერც ის გავიგე, გაქრნენო რომ ზეიმობენ - მე კი გამიხარდებოდა, მაგრამ აბა ობიექტური მიზეზი რომელია ამის?! 2014-ზე მეტი ხმები აიღეს, ნახევარ მილიონზე მეტმა დაუჭირათ მხარი, გაქრებითო ემუქრებოდით და მათთან ექსკლუზიურ ურთიერთობებში უნდა გაატაროთ შემდეგი 4 წელი შინ და გარეთ და როგორც არ უნდა დააიგნოროთ, პრინციპში ყველაფერში დაგჯაბნიან, შემადგენლობებს გადახედეთ. თქვენი მეკავშირე პარლამენტში, ნუ ვინც იქნება აღარ მოვყვები;
6. თავდემები, იმედია, წარმატებით გამოვლენ ამ კრიზისიდან;
7. ფბ-ზე საყოველათაო კონსენსუსია უსუფა უნდა ყოფილიყოო. მათ უმრავლესობას ხმა არ მიუცია. ნეტავ, პარლამენტში ხმის მიცემის გარეშე როგორ ხვდებიან?!
8. კიდევ უფრო საინტერესო კონსენსუსი, ერთ წრეში, იმაზეა რა ცუდია პოლიტიკაში, რომ არ იქნებიან „რესპებიო“. და სად მიდიან ხომ არ იცით?! თუ პოლიტიკა მხოლოდ პარლამენტია?!
9. მოკლედ, ჩემო საყვარელო ხალხო, ფბ-ზეც და მის გარეთ იმედია გაივლის პოსტ საარჩევნო ვნებები; ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მოიქცა ქვეყანა 8 ოქტომბერს, ხმის მიმცემიან მისაცემიანად;
10. ქვეყნის სამსახური მხოლოდ პარლამენტის წითელი სკამიდან არ ხდება. უფრო საინტერესოა იქ, რომ არ ხარ მაშინ როგორ იქცევი და როგორ ახერხებ შრომა;
11. ჩვენ ცოტანი ვართ, და სწორედ უმცირესობაზე გადადის ხოლმე ყველა კრიტიკულ ვითარებაში პრობელემებთან გამკლავებაც, მოგვარების გზების ძიებაც და რისკიანი ნაბიჯებიც. ისე, რომ ყველამ ერთად მოვიკრიბოთ ძალები, მეორე ტურები ჩაივლის, დამშვიდდება ემოციები და სწორედ უმცირესობისთვის საკადრისი რისკიანი ნაბიჯებით გავაგრძელოთ სვლა ქვეყნის სამსახურში. მე წავედი ორი კვირით და საბრძოლო განწყობაზე დამხვდით იცოდეთ, ჩემო 22 ათასო და ფბ-ზე დღეს მგლოვიარენო“,-წერს ხიდაშელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.