„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუცილებლად უნდა მიიღოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში.
ამის შესახებ ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ დღეს უნდა გაიმართოს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც უნდა განიხილონ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხები.
„დღეს გაიმართება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განიხილება ორი უმნიშვნელოვანესი და ურთიერთდაკავშირებული საკითხი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხი. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენი პარტიის შიგნით პოზიციები არის გაყოფილი. მსურს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ სხვებს შევუერთდე და საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.
მე კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტების და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ემოცია, მათი აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისას და როგორც ჩატარდა არჩევნების დღე, მაგრამ მე მყარად მჯერა და მწამს, რომ მიუხედავად არათავისუფალი, არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული, ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან, საფრთხეებიდან გამომდინარე, დემოკრატიული ინსტიტუტების და ტრადიციის პატივისცემიდან გამომდინარე, იმ 500 ათასი ამომრჩევლის პატივსაცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა, იმ ადამიანების პატივსაცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ვერ მოგვცეს ხმა და დიახ, იმ ადამიანების პატივსაცემიდან გამომდინარე, ვინც არ მოგვცა ხმა. უნდა მივიღოთ მეორე ტურში მონაწილეობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორი რთულიც არ უნდა იყოს“,-განაცხადა ბოკერიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი უნდა სცადოს, რომ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, რათა დავიცვათ თავისუფლება ჩვენი ქვეყნის შიგნით. მე დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ სწორ გადაწყვეტილებას მიღებს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს 19:30 საათზე უნდა გაიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.