ირმა ინაშვილი: ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ მოვიპოვეთ მართლა გამარჯვება
11-10-2016, 06:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ მოვიპოვეთ მართლა გამარჯვება, იმიტომ რომ ორივე მხრიდან ჩვენ გვებრძოდა ორი მონსტრი, - აღნიშნული განცხადება საარჩევნო ბლოკის "დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

ინაშვილის თქმით, პარტია მხოლოდ თავის მხარდამჭერების აზრის გათვალისწინებით მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

 


"ეს იყო ძალიან სერიოზული ბრძოლა. მართლა ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხი უნდა მივიღოთ ჩვენ ადრე თუ გვიან, მაგრამ ღია კითხვების მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ შეუთანხმებლად, ჩვენი მხარდამჭერების აზრის გათვალისწინების გარეშე, გამოვიდეთ და ვთქვათ რას ვაპირებთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად მსჯელობა ყრილობაზე გაიმართება, რომელიც 22 ნოემბერს ჩატარდება.

 


"პარლამენტში ჩვენ შევალთ, იმის მოლოდინი რომ არ შევალთ, არ უნდა იყოს.... 22 ნოემბერს დაინიშნება ყრილობა, სადაც ვიმსჯელებთ ჩვენს მხარდამჭერებთან", - აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი