საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირებაზე მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის იუსტიციის მინისტრს იუზას ბერნატონისს დღევანდელ შეხვედრაზე მიაწოდა.
პრემიერის განმარტებით, რეფორმა უწყებების სისტემურ და სტრუქტურულ გაუმჯობესებას, მათი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას ემსახურება.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მართლმსაჯულებისა და საკანონმდებლო სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე, გრძელდება მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
პრემიერმა ლიტვის იუსტიციის მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შედეგად მოსახლეობამ გაცილებით დაბალანსებული შრომითი კანონმდებლობა მიიღო. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის თქმით, პარლამენტმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა იუზას ბერნატონისს წინასწარ მიულოცა ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი, რომელსაც ქვეყანა 11 მარტს ზეიმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.