საქართველოში ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს, რომელმაც მოულოცა საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა იან კელის შეფასებების კომენტირებისას.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული.
„ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს, რომელმაც მოულოცა საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული იზოლირებული ინციდენტები იყო, აბსოლუტურად ყველა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ შეაფასა, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.