გიორგი მარგველაშვილი: „ქართული ოცნება“ უნდა კონცენტრირდეს მეორე ტურზე და ხალხზე
11-10-2016, 06:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურშიც იყვნენ აქტიურები.

 

 

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების ერთი ეტაპი დასრულდა, თუმცა საარჩევნო პროცესი გრძელდება და წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.

 

 

„მოსახლეობამ 8 ოქტომბერს აირჩია პარლამენტის შემადგენლობის მხოლოდ 2/3, 50 მაჟორიტარულ ოლქში კი უნდა ჩატარდეს მეორე ტური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ამომრჩევლის აქტიურობა. პრეზიდენტი ახლაც, ისევე, როგორც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მოუწოდებს მოსახლეობას, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და იყვნენ აქტიური. ასევე უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებით ხაზგასასმელია, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების როლი, როგორც მთელი არჩევნების, ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ქვეყნის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლები განმეორებით ტურზეც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი და აქვე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტი მადლობას უხდის მათ გაწეული მუშაობისთვის”,- განაცხადა ეკა მიშველაძემ

 

 

საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის შესაძლებლობის საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ  კი მიშველაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მოუწოდებს, „ქართულ ოცნებას“, კონცენტრირდეს მეორე ტურზე და ისეთი საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე, როგორიც არის სოციალური ვალდებულებების შესრულება, დასაქმება, ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალი პროექტების შექმნა.

 

 

მისივე თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა კონცენტრირდეს ხალხზე, რომელზე ზრუნვაზეც აიღო პასუხისმგებლობა.

 

 

"პრეზიდენტი გააგრძელებს სამი წლის წინ დადებული ფიცის შესრულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას და ასევე გააგრძელებს მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობისთვის ზრუნვას“, - განაცხადა მიშველაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი