მიხეილ სააკაშვილი: არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია – ახლა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა
11-10-2016, 07:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ეხმაურება და ისევ, აცხადებს, რომ  ამის აზრს ვერ ხედავს.

 

 

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია მიღწევებსა და დაშვებულ შეცდომებზე და შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე.

 

 

„არჩევნების შემდეგ დისკუსია და კამათი ბუნებრივია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერებსა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს.  მგონი, ახლა ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები და გონებით განვსაჯოთ, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია მიღწევებსა და დაშვებულ შეცდომებზე და შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე.

 

 

ჩვენ უნდა გავაანალიზოთ თუ როგორ მოხდა, რომ ფაქტობრივად საერთო ელექტორატის 25%-იანი მხარდაჭერის მქონე ივანიშვილმა შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ისე, რომ ჩვენ, 2003 წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოვახერხეთ აშკარა დარღვევებისა და გაყალბებების სათანადო დონეზე დოკუმენტირება.

 

 

დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში ჩემი აზრით, ასევე ფართოდ უნდა განიხილონ აქტივისტებთან თუ როგორ აპირებენ პარლამენტს გარეთ ჩვენ აქტივთან კოორდინირებას და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ განადგურდეს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო ფართო ხასიათი არ მიიღოს და არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია. ახლა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის კარგად ახერხებდა.

 

 

რაც შეეხება, არსებული გაყალბების მექანიზმების პირობებში, მეორე ტურში მონაწილეობას, ვიმეორებ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავ, თუმცა ასევე ვადასტურებ, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია. მე, დიდ პატივს ვცემ მათ მიერ გაწეულ შრომას და არასწორია, მათ არ დავუტოვოთ პირადი არჩევანის უფლება.

 

 

ჩვენ, მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, პოლიტიკურ მოედანზე ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დავრჩით, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და რაც უფრო სწორად ვიმოქმედებთ ახლა, მით უფრო ადრე მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას“,-წერს სააკაშვილი.

 

 

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა 19:30 საათზე გაიმართება, სადაც პარტიის საპარლამენტო ცხოვრებაში და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხები უნდა განიხილონ. პარტიაში ამ თემაზე განსხვავებული მოსაზრებებია. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი მეორე ტურში მონაწილეობის მომხრეა, ნაწილი კი - არა. დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდება მიიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში მონაწილეობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი