თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი ხელს გვიშლის გამარჯვებაში
11-10-2016, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ის მეშვეობით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის არჩევნებამდე დაანონსების საკითხს განიხილავს და მიიჩნევს, რომ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებაში ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.

 


„რატომ უნდა ვიგერიებდე მე ახლა „ქოცების“ დაცინვებს მიშას ჩამოსვლაზე, როცა არც ეგ ჩამოსვლის მუქარები მომწონდა, მერჩივნა მოგვეგო, წყნარად ჩამოსულიყო, რომ პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა და მხარდაჭერა აღედგინა (ეგეც მითია - ჩვენ მომხრეებშიც არ არის კონსენსუსი მიშას როლთან დაკავშირებით, არათუ მერყევებში - გაზომილია). მითუმეტეს ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1-პროცენტიანი შანსი მაინც არსებობს, არ ჩამოვიდოდა. და ახლა მე ვიგერიებ დაცინვებს იმაზე, რომ "გადაგვაგდო". რატომ? .... ჩემი ვალია, რომ გამარჯვების რწმენა გავაღვივო, იმიტომ რომ ამომრჩევლის ნახევარი იმ პარტიას აძლევს ხმას, რომლის გამარჯვებისაც ჯერა. და ეს კარგად შევძელით. .. მიშას ჩამოსვლა რაზეა დამოკიდებული? ბილეთის აღებაზე არა? თუ არ აპირებ გვირაბის გამოთხრას, რას გვატყუებ? მითუმეტეს, როცა გიხსნით, რომ ხელს გვიშლის გამარჯვებაში“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი