ქობულეთის კულტურის სახლში ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ გაიმართა.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისათვის „ბარაბნების შოუ“ მოეწყო. ნაჩვენები იქნა ფესტივალის საუკეთესო ქართული და უცხოური ანიმაციური ფილმები. ასევე ჩატარდა კონკურსი „ქართლი ანიმაციის ისტორია“ - გამარჯვებულები კი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ფესტივალის ფარგლებში, ვორქშოპზე მოზარდები ანიმაციის ტექნოლოგიებსა და კომპიუტერულ პროგრამებს გაეცნენ და 1-წუთიანი ანიმაციური ფილმი გადაიღეს.
"პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებსა და მოზარდებში კოლექტიური კინოჩვენების კულტურის დონის ამაღლებას და გაზარდოს მათი ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში.
ფესტივალი „ანიმაციის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების მხარდაჭერით ჩატარდა", - აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.