პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტია“ არ აპირებს კულისებში და ძილის მდგომარეობაში გადასვლას.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტია“ გააგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა როგორ ჯერ უცნობია.
ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ როცა ყველაფერი კარგად გაანალიზდება, „რესპუბლიკური პარტია“ საზოგადოებას მოახსენებს იმას, თუ როგორ გააგრძელებს საქმიანობას.
„არჩევნების შედეგებს სჭირდება გაანალიზება, მათ შორის, ჩვენს მოქმედებას სჭირდება გაანალიზება - რამდენად იყო სწორი, სად იყო შეცდომები დაშვებული, რამ გამოიწვია ასეთი შედეგი. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ვინც მხოლოდ გარე ფაქტორებს დააბრალებს შედეგს. შედეგები დგება ერთობლივად - სხვისი და საკუთარი მოქმედებებიდან გამომდინარე. ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა გაანალიზდეს. როცა ყველაფერი კარგად გაანალიზდება, საზოგადოებას მოვახსენებთ იმას, როგორ გავაგრძელოთ, რა გავაკეთოთ. ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება არის ფრიად სახიფათო, იმიტომ რომ მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს არასწორი. ამიტომ ყველაფერი უნდა დაცხრეს, დალაგდეს და მერე მშვიდად გაკეთდეს ანალიზიც და დასკვნებიც“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.