„არჩევნების შედეგებით არ ვართ კმაყოფილი. არის უამრავი კითხვის ნიშანი“, - განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში შევა.
დავით თარხან-მოურავმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მეტ-ნაკლებად პოზიტიურად აფასებენ არჩევნებს, რაც გასაკვირია.
„უფრო გასაკვირია, რომ პარტიების უმრავლესობამაც მეტ-ნაკლებად პოზიტიურად შეაფასა, მათ შორის ვინც ბარიერი ვერ გადალახა. ჩვენ ვცდილობთ ყველა სიტყვა იყოს მოზომილი. არჩევნების შედეგებით არ ვართ კმაყოფილი. არის უამრავი კითხვის ნიშანი. ჩემთვის გაუგებარია, რანაირად შეიძლება აჭარაში ავიღოთ 8 000 ხმა, როცა ბათუმში მიტინგზე იყო 28 000 იყო მოსული. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 280 000 ადამიანი ხელშეკრულებას გიდებდეს, რომ ხმას მოგცემს და ცესკო გეუბნება 100 000 ხმა აიღეო. ისე არ უნდა გამოჩნდეს, რომ მარტო ჩვენ ვართ უკმაყოფილო. პარლამენტში შევალთ, მაგრამ კითხვის ნიშნები უამრავია“, - თქვა თარხან მოურავმა.
როგორც „პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, პარტია 22 ნოემბერს ყრილობას გამართავს და ყველა ამ თემაზე იმსჯელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.