მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი წევრის, დავით ჯანდიერის განცხადებით, პარტიაში განხორციელდება რეორგანიზაცია და იქნება გაძლიერებისკენ ორიენტირებული.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოძრაობის ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ.
„რამდენიმე დღის განმავლობაში შიდა საუბრები მიმდინარეობს პარტიის ლიდერებს შორის, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის მომავალი, მენეჯმენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით არის საუბრები. პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ, თუმცა გარკვეული სახის რეორგანიზება განხორციელდება პარტიის შიგნით. ამასთან იქნება დაკავშირებული ასევე ცვლილება, რომლის დაგეგმვისკენაც მიდის მსჯელობა - პარტია იქნება გაძლიერებისკენ ორიენტირებული“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
მისივე თქმით, პარტიას აქვს დიდი რესურსი და ორიენტირებული იქნება ახალი თაობის შემოსვლისკენ.
როგორც ჯანდიერმა განაცხადა, ლიდერებს შორის არავითარი მსჯელობა არ ყოფილა, პარტიაში დარჩენა-არდარჩენასთან, ან წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.