ქობულეთის ჭავჭავაძის უბანში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ.
როგორც Guardian.ge–ს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინფრასტრაქტურული პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყობა, რომელიც დეკორატიული ღობით შემოიფარგლება, ასევე დამონტაჟდება განათების სისტემა. მოედანზე დაიგება 25მმ-იანი სისქის ხელოვნური საფარი და განთავსდება მაყურებელთა ტრიბუნა.
პროექტის განხორციელებისთვის 74 500 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
ქობულეთში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში კიდევ ორი მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლისთვისაც 41 993 ლარია გათვალისწინებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.