აკაკი ბობოხიძე: მე ჩემი ნებით ივანიშვილს არ დავუთმობ არაფერს
11-10-2016, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ჩემი ნებით ივანიშვილს არ დავუთმობ არაფერს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარტიის ოფისში შესვლისას გააკეთა.

 

 

"მეორე ტურში გადაწყვიტონ ქართველებმა, მისცემენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობას, გადაწყვიტონ ტურაშვილებმა, ელისაშვილებმა და ა.შ. მე ივანიშვილს ჩემი ნებით არ დავუთმობ არაფერს. ტურაშვილებმა და ვაკელებმა გადაწყვიტონ "ჭორვილელ ხიხოს" მისცემს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას", - განაცხადა ბობოხიძემ.

 

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ამ წუთებში პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები იკრიბებიან.

 

 

პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში და მიიღებს თუ არა მონაწილეობას მეორე ტურში.

 

 

ცნობილია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიის პოლიტიკური მდივნის, აკაკი მინაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ მოხდება. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უმრავლესობა მიიღებს.

 

კომენტარები: 1
#1   დავითი
      
მაგათმა როტორიკამ გადაღალა მოსახლეობა,ხიხოს ყველა ხიხო ჰგონია,ასე რო საერთოდ გასაუქმებელია ნაცმეძავეები

გავაუქმოთ ნაცმოძრაობა!!!!!
12 ოქტომბერი 2016 03:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი