სოფლების, დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა
11-10-2016, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისს შემოერთებული სოფლების, დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა. თბილისის მერი დავით ნარმანია, საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ადგილობრივებს შეხვდა. დიდგორში, ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში, გაზქურა, სიმბოლურად, თბილისის მერმა აანთო.

 


დავით ნარმანიას თქმით, დიდგორისა და თელოვანის მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობას დღეიდან შეძლებს.

 


„ადგილობრივებს საკმაოდ დიდი ხანი ჰქონდათ გაზმომარაგების პრობლემა. მოსახლეობამ დახმარება გვთხოვა. მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, გაზის ახალი სისტემით 60 ოჯახი ისარგებლებს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


მერიის ცნობით, სოფლებში ბუნებრივი აირის სისტემის შეყვანა რამდენიმე თვის წინათ დაიწყო. სამუშაოები კომპანიამ „ჩირაღდანი XXI საუკუნე“ შეასრულა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 500 000 ლარია.

 

 

დიდგორი და თელოვანი დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს 2007 წელს შემოუერთდა. ორივე სოფელში 60 ოჯახი ცხოვრობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი