"აქ იმისთვის ვარ, რომ გიამბოთ რა ხდება საქართველოში, სად ვართ ახლა, რატომ ვართ იქ, სადაც ახლა ვართ, რა პერსპექტივები და გამოწვევებია, მაგრამ, ამავდროულად, მსურს მოვისმინო თქვენგან შეკითხვები, კომენტარები, ანალიზი და საყვედურები. ხანდახან ძალიან ვართ დაკავებულები ყოველდღიური სამუშაოთი და გვჭირდება, რომ რაღაც საკითხებს განსხვავებული რაკურსით შევხედოთ. ასე რომ, აქ ორი მიზნით ვარ - მოგცეთ საშუალება, გარკვეულ საკითხებზე მოგაწოდოთ ინფორმაცია და თქვენი აზრი მოვისმინო," განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
დავით უსუფაშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა. ,,საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არსებობს კითხვა, სად უნდა იყოს საქართველო. თაობების მანძილზე ეს პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას ვეკუთვნით და გვინდა რომ ვიყოთ მისი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე, მიუხედავად იმისა, რომ იქითა მხრიდან გვესმის, რომ ჩვენთვის ადგილი არ არის და ერთ ოთახში უკვე 28 სუბიექტია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს. ჩვენ უზარმაზარი პროგრესი განვიცადეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გასულ ზაფხულს, რაც ჩვენს პოლიტიკას ევროპული სტანდარტების მიმართულებით წარმართავს. ჩვენ ასევე, ვაკაკუნებთ ნატოს კარზე, რადგან ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომელიც იქნება მდგრადი და საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ დაგვიცვას, რადგან ბოლო 200 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ იმ სიტუაციაში, როცა რუსეთს ხან ოფიციალურად, ხან არაოფიციალურად, სხვადასხვა მიზნებით, უბრალოდ სჯერა, რომ საქართველო მისი ტერიტორიაა“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე და არსებულ ვითარებაზე, ასევე რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე. ,,ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ომში ჩავითრიოთ ნატოს წევრი ქვეყნები და საერთოდ არ ვართ დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დამანგრეველი ომით, სადაც ნატო და რუსეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. არა, ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ გაკვეთილებს ისტორიიდან და ვერ ვიხსენებთ ვერცერთ ომს ნატოსა და რუსეთს, ან ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის. ასე რომ, ნატო პრევენციული მექანიზმია და ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან, საკუთარ თავებს იცავენ და რუსეთს ან საბჭოთა კავშირს არ შეეძლო მათზე შეტევა განეხორციელებინა. ასე რომ, როდესაც ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა, ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში ომის დასრულებას და არა ომის დაწყებას რუსეთთან“, აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.