ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფიჭვნარის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საბავშვო ბაღში შიდასარემონტო და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 150 აღსაზრდელზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.
პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა.
ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 788 888 ლარია გათვალისწინებული.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.