"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია პარლამენტში შევა და არჩევნების მეორე ტურშიც მიიღებს მონაწილეობას.
ბაქრაძემ განცხადება პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
"შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" დარჩა პრაქტიკულად ერთადერთ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად, ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე, ბრძოლაზე პოლიტიკური ბრძოლის, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი და საპარლამენტო ბრძოლა.
ჩვენ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად უთანაბრო პირობებისა, მიუხედავად გაყალბებებისა და ზეწოლებისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურიც ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის პირობებში, ჩვენ ვიღებთ ბრძოლას - პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურებში და პარტია შევა პარლამენტში, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.