"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
კობახიძის თქმით, პარტიას მეორე ტურში არანაირი შანსი არ აქვს. მისი აზრით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ეს კარგად იციან და სწორედ ამიტომ გაუჭირდათ გადაწყვეტილების მიღება ჩაბმულიყვნენ თუ არა არჩევნების მეორე ტურში.
„რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობა. მათ ძალიან მაღლა აწიეს თამასა, ისინი საუბრობდნენ არჩევნების მოგებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდნენ, რომ ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. ამან რა თქმა უნდა, გამოიწვია იმედგაცრუება და ამ იმედგაცრუების მსხვერპლი არიან ახლა ისინი. მათ ზუსტად იციან, რომ ვერ მოიგებენ ვერც ერთ მეორე ტურს ამ არჩევნებში და ამის გამო ძალიან გაუჭირდათ გადაწყვეტილების მიღება. საბოლოო ჯამში მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა ყველა მეორე ტურის მოგება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.