სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, სექტემბრის თვეში თბილისში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში კიდევ 21 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
უწყების ცნობით, პრობაციის ბიუროებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს თითოეული პრობაციონერის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებებისა და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, პირობით მსჯავრდებულები სხვადასხვა სამსახურში (დისტრიბუცია, ხის საამქრო, ავტოსერვისცენტრი, პურის საცხობი, კეთილმოწყობის სამსახური, საქონლის ფერმა და ა.შ) დასაქმდნენ. მათი ყოველთვიური გამომუშავება, საშუალოდ, 400–500 ლარს შეადგენს.
2016 წლის განმავლობაში 124 პრობაციონერი დასაქმდა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი - 518 პირობით მსჯავრდებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.