თბილისში, „ქართული ოცნების“ ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის შტაბთან, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აბუსერიძის შტაბის ინფორმაციით, მათ შტაბთან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გოგა ონიანის მხარდამჭერების გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
„სამუშაო რეჟიმში, დაახლოებით 23:30 საათზე, ჩვენი ოფისის მიმდებარედ, კერძოდ, სუპერმარკეტთან გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა „ქართული ოცნებისა“ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებში. რასაც მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები“, - აცხადებენ აბუსერიძის შტაბში.
აბუსერიძის შტაბი ფოტოსურათსაც ავრცელებს, რომელზეც, მათი განმარტებით, ის პირები არიან ასახული, ვინც ინციდენტში მონაწილეობდნენ.

გიორგი ონიანის თქმით კი „ნაციონალურ მოძრაობის“ ორ აქტივისტს ვაზისუბანში „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ და ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი მტკიცებით, ორი აქტივისტი ვაზისუბანში „ქართული ოცნების“ ოფისის გვერდით სუპერმარკეტში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მას „ქართული ოცნების“ 30-მდე წარმომადგენელი თავს დაესხა და ისინი ხელკეტებით სცემეს.
ირაკლი აბუსერიძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 125-ე, ცემის მუხით დაიწყო. შსს-ს ცნობით, პოლიციას არავინ დაუკავებია, თუმცა ინციდენტში მონაწილე პირები დადგენილები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.